მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
XXVIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
ჩაქვი - 2023


***   ***   ***
კონფერენციის პროგრამა

***   ***   ***

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით
2023 წლის 2 სექტემრიდან 10 სექტემბრამდე
დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXVIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია, ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ოაზისში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.

სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით - საუზმით და ვახშმით):

2 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე (7 ღამე, 8 დღე) - 1580 ლარი

2 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე (8 ღამე, 9 დღე) - 1800 ლარი

5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი (გასაშლელი) საწოლის უზრუნველყოფით).
 

სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელი დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი).

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 1 აგვისტომდე, ხოლო 10 აგვისტომდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

მოხსენებებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ
პროფ. ქეთევან მაჭავარიანს (ტელ.: 599 91 96 99; ელ-ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com)

ჩვენი ასოციაციის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.
ელ-ფოსტა: postdiplom@yahoo.com,
ტელეფონი: 555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

* * *   * * *   * * *

 
 

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©