მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

შეკვეთილი - 2019

 

 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრთა მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია 2019 წლის 21 დეკემბერს დაბა შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფში" ატარებს XIX სამეცნიერო კონფერენციას სერიიდან: "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები", სახელწოდებით:

ენდოკრინული და თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის და რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები.

კონფერენცია ტარდება ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ეგიდით
(ხელმძღვანელი, პროფ. კონსტანტინე მარდალეიშვილი).

კონფერენცია აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ (27.11.2019; სხდომის ოქმი N13), მინიჭებული აქვს აკრედიტაციის ნომერი N C 0160 და 6 კრედიტ-ქულა. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

პროგრამა განისაზღვრა სპეციალობებში "ენდოკრინოლოგია", "კლინიკური ონკოლოგია", "ზოგადი ქირურგია", "საოჯახო მედიცინა" სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “პარაგრაფში” 20-დან 22 დეკემბრამდე.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (2 ღამე - 3 დღე, სარეგისტრაციო თანხის ჩათვლით) შეადგენს: 430 ლარს;

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 555 70 20 20 (ლიზა);

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილების დროული დაჯავშნა.

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია;
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 
 

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა (pdf ვერსია)

12:00 – 12:20
რეგისტრაცია

12:20 – 12:30
კონფერენციის გახსნა

12:30– 13.30
ფარისებრი ჯირკვლის კიბო, თავისა და კისრის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები: სტატისტიკა, ტენდენციები, დიაგნოსტიკის თავისებურებები და მართვის გაუმჯობესების გზები.

თამარ მაკარიძე - ენდოკრინოლოგი, მედ.აკად. დოქტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

13:30 -14:30
პირის ღრუს ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნეების მქონე პაციენტთა ქირურგიული რეაბილიტაცია, არტერიოლიზირებული ნაფლეთების გამოყენებით.

დავით ბახტურიძე - "კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ქირურგი-ონკოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, გნათოლოგი, იმპლანტოლოგი.
კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

14:30 – 15:30
ფარისებრი ჯირკვლის პაპილური მიკროკარცინომა, დაავადების მიმდინარეობის, მეტასტაზირების და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებები.

გიორგი ხარძიანი - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავ-კისრის ქირურგიული განყოფილება, ყბა-სახის ქირურგი.

15:30 – 16:30
ფარისებრი ჯირკვლის შუასაყარში გავრცელებული მაღალდიფერენცირებული კიბოს ქირურგიული მკურნალობის ძირითადი პრინციპები.

ლევან ბახტაძე - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თორაკო-აბდომინალური ონკო-ქირურგი.
ლევან კალმახელიძე -"კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" მედიცინის დოქტორი, თავ-კისრის ქირურგი, ონკოლოგი.
კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

16.40-17.30 - დისკუსია

17.30-18.00
კონფერენციის შეჯამება

კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

18:00 კონფერენციის დახურვა

 
 

* * *   * * *   * * *

კონფერენციის ფოტო-ანგარიში
 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©