მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
XXVII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
კვარიათი - 2023

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით
2023 წლის 25 მაისიდან 28 მაისამდე
დაბა კვარიათში, სასტუმრო "ლიტც-რესორტ"-ში ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXVII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენცია გაივლის აკრედიტაციას და ყველა რეგისტრირებულ, შესაბამისი სპეციალობის მქონე მონაწილეს მიენიჭება კრედიტ-ქულები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია, ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ლიტც-რესორტში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის:
25 მაისიდან 28 მაისამდე (4 დღე, 3 ღამე) - 750 ლარი.

(ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება და სარეგისტრაციო თანხა)

სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელი დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი).

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 15 აპრილამდე, ხოლო 1 მაისამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

მოხსენებებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ
პროფ. ქეთევან მაჭავარიანს (ტელ.: 599 91 96 99; ელ-ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com)

დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ღონისძიების სპონსორობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე:
ინფორმაცია სპონსორობისთვის

ჩვენი ასოციაციის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.
ელ-ფოსტა: postdiplom@yahoo.com,
ტელეფონი: 555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

 
სასტუმრო "ლიტც-რესორტ" -ის ფოტოები

 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©