მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
XXVI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
ბაკურიანი - 2023


***   ***   ***
კონფერენციის პროგრამა

***   ***   ***

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2023 წლის 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "ბაკურიანი ინნ"-ში ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXVI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო "ბაკურიანი ინნ"-ში ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით):
28 იანვრიდან 4 თებერვლამდე (8 დღე, 7 ღამე) - 1300 ლარი

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა, ხოლო 28 დეკემბრამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდთ ტელეფონზე:
 
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
 
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge,
 
ან ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ. ქეთევან მაჭავარიანს (ტელ.: 599 91 96 99; ელ-ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

* * *   * * *   * * *

სასტუმრო "ბაკურიანი ინნ"-ის ფოტოები
 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©