მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით 2022 წლის 9 ივლისიდან 17 ივლისამდე დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXIV პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ოაზისში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის:
9 ივლისიდან 17 ივლისამდე (9 დღე, 8 ღამე) - 1560 ლარი
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი (გასაშლელი) საწოლის უზრუნველყოფით).

 

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 1 ივნისამდე, ხოლო 18 ივნისამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონზე:
 
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
 
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge,
 
ან ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.

მოხსენებებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ. ქეთევან მაჭავარიანს
(ტელ.: 599 91 96 99; ელ-ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©