მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის

XXIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია

 

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

 

ლიკანი - 2022

 

 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით 2022 წლის 26 თებერვლიდან 4 მარტამდე დაბა ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" (ყოფილი "რიქსოსი") ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 29 მაისის #01-227ო ბრძანების დანართი #14-ის მიხედვით დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რეგულაციების მიხედვით:

  • ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.

  • ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

  • ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით):
26 თებერვლიდან 4 მარტამდე (7 დღე, 6 ღამე) - 1380 ლარი
26 თებერვლიდან 3 მარტამდე (6 დღე, 5 ღამე) - 1150 ლარი
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი (გასაშლელი) საწოლის უზრუნველყოფით).
 

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა, ხოლო 20 თებერვლამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდთ ტელეფონზე:
 
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
 
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge,
 
ან ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ. ქეთევან მაჭავარიანს (ტელ.: 599 91 96 99; ელ-ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

* * *   * * *   * * *

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი"-ს ფოტოები
 
 

 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©